X

პრეზენტაციები

ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში: პროქტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია

2017 / 12 / 05

2017 წლის 5 დეკემერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა კვლევის - ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

კვლევაში მოცემულია ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის დროითი მწკრივების და პანელური  შეფასებების ანალიზი; განხილულია ქრონიკული სიღარიბის დინამიკა; შესწავლილია შინამეურნეობათა შემოსავლების დროითი მწკრივები და პანელური შეფასებები სახელმწიფო სოციალური გასაცემლების და პენსიის ჩათვლით და მათ გარეშე; მოცემულია შინამეურნეობების შემოსავლების უთანაბრობის ანალიზი დეცილური კოეფიციენტების  გამოყენებით; განხილულია ჯინის ინდექსის წლიური და პანელური დინამიკა სახელმწიფო სოციალური გასაცემლების და პენსიის ჩათვლით და მათ გარეშე; გამოვლენილია ქრონიკული სიღარიბისა და შემოსავლების უთანაბრობის ურთიერთკავშირის ტენდენციები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური თემატიკით დაინტერესებული ანალიტიკოსები.

შეხვედრა გახსნა  პროექტის ხელმძღვანელმა, რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ფელიქს ჰეთმა. კვლევის საბოლოო შედეგები წარმოადგინა პროექტის უფროსმა მკვლევარმა ნოდარ კაპანაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევის საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.