X

პრეზენტაციები

პოლიტიკის დოკუმენტის "თეატრის ხელმისაწვდომობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის" პრეზენტაცია

2018 / 11 / 27

   რონდელის ფონდში 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის (Sida) სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -,,საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში 2018 წელს შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტების კრებულში  გამოქვეყნდა პოლიტიკის დოკუმენტი - „თეატრის ხელმისაწვდომობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, რომელიც  ინგლისურადაც ითარგმნა. დოკუმენტის ავტორია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი ზაზა მეჭიაური.

ნაშრომის თემის აქტუალობამ და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზებმა დიდი ინტერესი გამოიწვია შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებაში, რის საფუძველზეც გადაწყდა ამ დოკუმენტის ცალკე პუბლიკაციად გამოქვეყნება.

პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა 2018 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, გამოფენის „ხელით დაინახე შენი თბილისი“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ხელოვნების ცენტრ „ფოლიანტისა“ და თბილისის სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობით.  

ღონისებაზე რონდელის ფონდის პრეზიდენტს - ეკატერინე მეტრეველს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კულტურის სფეროში ინტეგრაციის საკითხების კვლევებში ხელშეწყობისთვის პრემია „ფოლიანტის“ ლაურეატის საპატიო წოდება მიენიჭა. დოკუმენტის მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის საპატიო დიპლომები გადაეცათ ასევე პოლიტიკის დოკუმენტის თემის ხელმძღვანელს, რონდელის ფონდის მკვლევარს - მერაბ კაკულიას და რონდელის ფონდის პროგრამის კოორდინატორს - ხატია შალამბერიძეს.

იხილეთ პოლიტიკის დოკუმენტი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.