X

სტაჟირება

პოლიტიკა და განაცხადის შეტანის პროცედურა

რონდელის ფონდი სტაჟიორებს 2001 წლიდან მასპინძლობს. ამ წლების განმავლობაში ფონდში სტაჟირება გაიარა უმაღლესი სასწავლებლების 200-მდე სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა და დოქტორის ხარისხის მაძიებელმა.

 

რას გთავაზობთ

ჩვენ სტაჟირების უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ურთიერთობების, პოსტსაბჭოთა კვლევების, ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური მეცნირებებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებით.

სტაჟირება არის როგორც სრული, ასევე არასრული სამუშაო დღით. განაცხადის შეტანაზე რაიმე კონკრეტული ვადა არ არის დაწესებული და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში აგვისტოს გარდა. 

ჩვენს შეგვიძლია ერთდროულად 5 სტაჟორს უფასოდ ვუმასპინძლოთ. სამუშაო ადგილი და ინტერნეტთან წვდომა - უზრუნველყოფილი იქნება. სტაჟიროებმა თან უნდა იქონიონ პერსონალური ლეპტობები.  ოფისში ყავა და ჩაი უფასოა.

 

გარდა ამისა, რონდელის ფონდი:

  • გთავაზობთ კულტურულ-ისტორიულ ტურებს თბილისში.
  • ატარებს თავდაპირველ საორიენტაციო სესიას საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. ამ სესიაში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტები მონაწილეობენ.
  • აქვეყნებს სტაჟორების კვლევით ნამუშევრებს შემოწმების შემდეგ.
  • კვლევის ჩატარების მიზნებისთვის აწყობს შეხვედრებს/ინტერვიუებს ყველა დონის სამთავრობო მოხელეებთან და წამყვან ექსპერტებთან.
  • უზრუნველყოფს რჩევებსა და მენტორობას კვლევის ჩასატარებლად. სტაჟიორებს საკუთარი სურვილით შეუძლიათ მათთვის საინტერესო საკვლევი თემის შერჩევა.
  • უზრუნველყოფს ფონდის მიერ რეგულარულად ორგანიზებულ მრგვალ მაგიდებსა და საჯარო ლექციებზე დასწრებას, რომლებსაც წამყვანი მკვლევრები, დიპლომატები, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებენ. შენიშვნა: თუმცა ყველა ასეთი ღონისძიება ინგლისურ ენაზე არ ტარდება.
  • უზრუნველყოფს სარეკომენდაციო წერილს ან სტაჟირების ცნობას გრანტის მიმცემი ინსტიტუტისთვის.

 

სტაჟორების საქმიანობის სფერო

  • რონდელის ფონდი ყველა სტაჟიორისგან მოელის კვლევით საქმიანობაში ჩართვას, თუ რომელიმე სტაჟიორი უკვე არ აწარმოებს მისთვის საინტერესო საკითხის კვლევას უნივერსიტეტისთვის. შესაძლო საკვლევ თემებს შორის არის საკითხები შემდეგი სფეროებიდან (თუმცა, ამ სფეროებით არ შემოიფარგლება):  რეგიონული უსაფრთხოება, ისლამური სახელმწიფოს გავლენა და კავშირები პანკისის ხეობაში, რეგიონული ინტეგრირების სხვადასხვა პროექტების გავლენა საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და საბაჟო კავშირი, უმცირესობათა საკითხის უზრუნველყოფა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რუსული პროპაგანდის რბილი ძალა, და სხვა.
  • ჩვენ მივესალმებით სტაჟიორების დახმარებას შესრულებული ნაშრომების ინგლისური ვერსიების, ასევე სხვა, ინგლისურ ენაზე შექმნილი დოკუმენტების რედაქტირებაში.
  • ვინაიდან ჩვენი დაფინანსების წყარო გრანტებია, მუდმივად ვცდილობთ დონორებისგან დაფინანსების მოპოვებას და საგრანტო განაცხადების წარდგენას. ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც სტაჟიორებს შეუძლიათ დახმარების გაწევა დონორების მონაცემთა ბაზის განახლების, საგრანტო შესაძლებლობების იდენტიფიცირების და შესაბამისი საპროექტო წინადადებების შემუშავების სახით.
  • პროექტის ანგარიშების მომზადება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც სტაჟიორების მონაწილეობაა მოსალოდნელი. მათ შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ანგარიშის ნიმუშების შემდგომ გაუმჯობესებასა და დახვეწაში.
  • სტაჟიორებს შეუძლიათ ახალგაზრდულ ღონისძიებებში ჩაერთონ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ასეთი ჩართულობის თემები შეიძლება იყოს აშშ/ევროპაში მიღებული უმაღლესი განათლების გამოცდილების გაზიარება, მრავალფეროვნების უპირატესობა და სხვა.
  • ვინაიდან ფონდის ვებგვერდის მუდმივი განახლება და გაუმჯობესება ხდება, სტაჟიორებს წვლილის შეტანა შეუძლიათ ვებგვერდის კონტენტის რედაქტირებაში.
  • რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო საკითხებში დახმარება, ასევე ამ კონფერენციების ოქმების შედგენა და ანგარიშების მომზადებაში წვლილის შეტანა მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. 
  • ფონდის ბიბლიოთეკის გაციფრულება სტაჟიორების ჩართულობის კიდევ ერთი შესაძლო სფეროა, რომელშიც მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულ საკონტაქტო პირთან (ბიბლიოთეკის მენეჯერი) ერთად, სტაჟიორებს დახმარების გაწევა შეუძლიათ ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნასა და ბიბლიოთეკაში თემატური სექციების ორგანიზების საქმეში.

 

შესაფერისობის კრიტერიუმები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, კურსდამთავრებული ან დოქტორის ხარისხის მაძიებელი; ახალი კურსდამთავრებული, რომელიც კვლევას ახორციელებს.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა, საშუალო დონეზე მაინც, უპირატესობად ითვლება (ასეთი სტაჟორი უფრო აქტიურად შეძლებს საქმიანობას ჯავახეთის რეგიონში).
  • რედაქტირების და წერის საუკეთესო უნარები.
  • კვლევის უნარები.

 

წარსადგენი დოკუმენტები

  • რეზიუმე
  • ინტერესის გამოხატვის წერილი
  • წერილობითი ნაშრომის ნიმუში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს
  • ორი რეკომენდაცია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან

 

საკონტაქტო პირი

გთხოვთ, თქვენი განაცხადი გაუგზავნოთ ეთერ გლურჯიძეს - [email protected]

იხილეთ სტაჟიორების სრული სია

იხილეთ სტაჟიორების სტატიები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.