მიმდინარე პროექტები

თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში

პროექტი  -„თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ - მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის (ხულოს მუნიციპალიტეტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონის (დაბა ადიგენი, სოფელი მოხე და სოფელი ზარზმა) და სოფელ წეროვანში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული  ახალგაზრდების ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაზრდას.

დაგეგმილი აქტივობები მიმართულია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ, მათში იმ ფასეულობათა მიმართ ინტერესის გაღვივებისკენ, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიური, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას, საქართველოს სახელმწიფოში მათ ინტეგრაციას. პროექტის შედეგად ჯამში 400 სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება, უკეთ გაერკვეს სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების პროცესში, გაიღრმაოს ცოდნა ადგილობრივ და საერთო ეროვნულ საკითხებზე, იმუშაოს თავიანთ თემში არსებულ ადგილობრივ პრობლემებზე. აღნიშნული აქტივობების დახმარებით, პროექტი ხელს შეუწყობს ძლიერი საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში რონდელის ფონდი ინტენსიურად მუშაობს პროექტის ბენეფიციარებთან ლექციების, ტრენინგების, ქვიზების, საზაფხულო სკოლის, მონაწილეთა დედაქალაქში ვიზიტისა და პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ პრეზენტაციების გზით. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში რონდელის ფონდი  განაგრძობს სკოლის მოსწავლეთა წახალისების პროცესს  თბილისში კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 სკოლაში ჩასარიცხად, დარგობრივი მომზადების ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2021 წლის ოქტომბრიდან, 14 თვის განმავლობაში.

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.