დასრულებული პროექტები
სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარების გამოცდილება
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა სასაკავას მშვიდობის ფონდთან (იაპონია) თანამშრომლობით განახორციელა პროექტი - ”სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება: სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის განვითარების გამოცდილება”. პროექტის მიზანი იყო მონაწილეთათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური სასწაულის გაცნობა და სამხრეთ კავკასიის განვითარების შესაძლო სტრატეგიების განხილვა. პროგრამაში, რომელიც მთლიანად შედგებოდა ოთხი სასწავლო კურსისგან, მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საჯარო სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. სასწავლო კურსებს ადგილობრივ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად უძღვებოდნენ ჩინეთიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, მიარმარიდან, სინგაპურიდან და სამხრეთ კორეიდან მოწვეული პროფესიონალები. პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსები გაიარა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამოცმა წარმომადგენელმა..