X

დასრულებული პროექტები

რუსეთის სტრატეგიული საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპაში - სისტემური ანალიზი და ცნობიერების ამაღლება

პროექტი, რომელსაც შავი ზღვის ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/გერმანიის მარშალის ფონდი (Black Sea Trust for Regional Cooperation/German Marshal Fund) აფინანსებს, ეხება რუსეთის გეოსტრატეგიულ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის: ბელარუსში, საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და უკრაინაში.

კვლევა, რომელსაც ჩაატარებენ აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (ლიეტუვა), საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ (უკრაინა), რონდელის ფონდის (საქართველო) და ვარშავის ინსტიტუტის (პოლონეთი) მკვლევრები, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული სამხედრო, ფარული/დივერსიული, დიპლომატიური, ეკონომიკური და ინფორმაციული საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს შეიმუშაონ ამ საქმიანობების შინაარსისა და მიზნების ერთიანი  მიდგომა.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.