X

დასრულებული პროექტები

ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში

პროექტის მიზანი იყო მთიან გურიასა და აჭარაში, კერძოდ, სოფელ ზოტში (ჩოხატაური, გურია), დაბა ნასაკირალსა (ოზურგეთი, გურია) და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში (მთიანი აჭარა) ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება-ჩართულობის გაზრდის გზით, რაც სამომავლოდ დაიცავდა მათ  გარე პროპაგანდისა და გავლენებისგან.

პროექტი მოიცავდა მრავალმხრივ მუშაობას ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, ადგილობრივ ლიდერებთან და ქალებთან. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების მიწოდების გზით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათი ინფორმირებულობის გაზრდას.

ეფექტური საჯარო პოლიტიკის შემუშავების, ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში  მონაწილეობის გაზრდისა და მათი ჩართულობის ეფექტური მექანიზმების შექმნის მიზნით პროექტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს გაეცნო ცენტრალური ხელისუფლება. 

პროექტი განხორციელდა გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.