X

დასრულებული პროექტები

ტრენინგი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული პროგრამაა "ტრენინგი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში." ეს პროგრამა მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო პირველი ხუთი წლის განმავლობაში პროექტს პარტნიორობას უწევდა ამერიკული კორპორაცია ”რენდი” (RAND). პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ახალგაზრდების, მათი, ვინც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, ცოდნისა და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესება-გაღრმავება. რვა წლის განმავლობაში პროგრამა გაიარა 133-მა ადამიანმა. პროექტის შედეგად გაუმჯობესდა საქართველოს საჯარო მოხელეთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ცოდნა, უნარი და შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.   
გარდა ამისა, პროექტის საშუალებით შეიქმნა საჯარო სექტორის ლიდერთა ქსელი, ხალხისა, ვისაც აქვს ქართული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი უნარი და განათლება და რომელსაც შეუძლია საკუთარ სფეროში საფუძვლიანი და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. პროექტის კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილს დღეისათვის დიდი წარმატებები აქვს კარიერაში და უკავია მაღალი თანამდებობა საქართველოს საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.