X

უსაფრთხოების მიმოხილვა

უსაფრთხოების მიმოხილვა: დიდი სახელმწიფოები

ავტორი: გიორგი ბადრიძე, ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი ბილანიშვილი

ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას დროს „შემობრუნება აზიისაკენ“ ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადდა.  ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ჩინეთი კი ამერიკის მთავარ სამომავლო სტრატეგიულ გამოწვევად დაისახა. სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა, ლონდონმა და კანბერამ პირველი ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით, შექმნეს რა აუკუსი - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო კავშირი. გიორგი ბადრიძის წერილი ამ კავშირის შესახებ მოგვითხრობს.

როგორი იქნება ევროპის როლი, როდესაც მთავარი დაპირისპირება რუსეთ-ამერიკიდან ჩინეთ-ამერიკაზე გადავა? დარჩება ევროპა აშშ-ის ერთგულ მოკავშირედ თუ დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს? აქვს კი მას დამოუკიდებელი თამაშის რესურსი? ამაზე ალექსი პეტრიაშვილის სტატიაში წაიკითხავთ.

დაბოლოს, ჩინეთის პრიორიტეტიზაცია გამოიწვევს თუ არა რუსეთიდან ყურადღების გადატანას და როგორ შეიძლება ამით ისარგებლოს კრემლმა? დღეს მთელი ყურადღება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენაა მიპყრობილი, სადაც რუსეთმა თითქმის ასიათასიანი ჯარი განათავსა. როგორც ჩანს, პუტინს აქვს განცდა, რომ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკის დრო დადგა. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დინამიკის შესახებ წერს გიორგი ბილანიშვილი.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.