X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 63, 16 - 22 ნოემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.


გეოსტრატეგიული აქტივობები

20 ნოემბერს, ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დაასრულეს 10 ნოემბერს დაწყებული საკუთარი ბაზების განლაგება მთიან ყარაბაღში. მათი ძალები, რომელიც დაახლოებით 2000 მებრძოლისგან შედგება, კონფლიქტურ რეგიონში 23 სამხედრო პოსტზე არის გადანაწილებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 22 ნოემბრის რუკა, რომელზეც ასახულია ყარაბაღში რუსი სამხედროების განთავსების წერტილები

ომი უკრაინაში - 19 ნოემბერს, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. უკრაინელებმა გაავრცელეს ინფორმაცია 16-22 ნოემბრის კვირაში რუსების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყოველდღიური დარღვევების შესახებ.

ომი უკრაინაში - უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის (უსა) სახმელეთო კონტროლის სისტემა „ნავოდჩიკ-2“, რომელიც დონბასშია განთავსებული. აღნიშნულ სისტემას გააჩნია საკუთარი უსა-ები სადაზვერვო ფუნქციით, კერძოდ საარტილერიო დანაყოფებისთვის.

ეუთოს მისიის მიერი აღმოჩენილი „ნავოდჩიკ-2-ის“ სისტემა

არქტიკა - რუსებმა ნენთა ავტონომიურ ოკრუგში, ქ. ნარიან-მარის სიახლოვეს, Nebo-M ტიპის მობილური საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის რადარები განათავსეს. რუსების ცნობით, აღნიშნული მათ დაეხმარებათ ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

21 ნოემბერს ბალტიის ფლოტს „კარაკურტის“ კლასის (პროექტი 22800) ახალი კორვეტი „ოდინცოვო“ შეუერთდა. გემის შეიარაღებაში შედის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და Pantsir-M ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ოდინცოვო

მე-5 არმიის (შტაბ-ბინა უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) 127-ე მექანიზებული ბრიგადის (შტაბ-ბინა სერგეევკაში, პრიმორიეს მხარე) ერთ-ერთმა მექანიზებულმა პოლკმა რამდენიმე ათეული ახალი BTR-82AM ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო.

 

სწავლებები*

ეგვიპტის საზღვაო ძალებმა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება დაიწყეს.

ტაჯიკეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის (მექანიზებული დივიზიის ზომის დანაყოფი, განლაგებული დუშანბესა და კურგონტეპაში, ტაჯიკეთი) 3000-ზე მეტმა სამხედრომ, ერთობლივი სწავლება გამართეს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.