X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 83, 24 – 30 მაისი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

25 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 2021 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან და ასევე უშუალოდ უკრაინაში სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ განაცხადა: „მართალია რუსეთმა გარკვეული დანაყოფები უკან გაიხმო, თუმცა ათობით ათასი სამხედრო რჩება უკრაინაში და მის გარშემო, ისევე როგორც იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი“.

ომი უკრაინაში - 24-30 მაისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

25 მაისს რუსეთმა, სირიაში, ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე, განათავსა სამი Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი, რუსეთის შორი მოქმედების ავიაციის სარდლობის  22-ე მძიმე ბომბდამშენების დივიზიის (შტაბ-ბინა ენგელსში, სარატოვის ოლქი) 52- მძიმე ბომბდამშენთა პოლკიდან (შაიკოვკის საჰაერო ბაზა, კალუგის ოლქი). ბომბდამშენებმა განახორციელეს ფრენები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, რუსული Su-35 ტიპის გამანადგურებლების თანხლებით. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ბომბდამშენები რუსეთში 28 მაისს დაბრუნდნენ.

სატელიტური ფოტო, რომელზეც ჩანს 3 ერთეული Tu-22M3, A-50U ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავი და ორი Il-76MD ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავი, ხმეიმიმი, 27 მაისი.

Tu-22M3-ების რუსეთში დაბრუნების მარშრუტი 28 მაისს

ომი სირიაში - ასადის რეჟიმის არმიის ელიტური შენაერთის, ე.წ. „ვეფხვის ძალების“ მეთაური, ბრიგადის გენერალი სუჰეილ ალ-ჰასანი, შენიშნეს  რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების (სსო) მებრძოლებთან ერთად, რომლებიც მისი პირადი მცველების ფუნქციას ასრულებდნენ.

26 და 27 მაისს რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებლებმა,  ბარენცის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს ნორვეგიის სამხედრო თვითმფრინავებს.

წყნარი ოკეანის ფლოტის  ვიშნია/მერიდიანის“  კლასის (პროექტი 864) სადაზვერვო გემი „კარელია“ რამდენიმე დღის განმავლობაში მოქმედებდა კაუაის კუნძულის (აშშ-ს ჰავაის კუნძულები) სიახლოვეს.

კარელია

სტერაგუშჩის“  კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „გრომკი“ და სოვერშენი“, რომლებიც 1 მაისიდან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფებიან, მაისის ბოლოს ფილიპინის ზღვაში მოქმედებდნენ.  

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

49-არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 205-მექანიზებულმა ბრიგადამ (ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე) 50 ერთეული Fagot ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი მიიღო.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 100-მდე თვითმფრინავმა მონაწილეობა მიიღო სწავლებაში, რომელიც გულისხმობდა მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან საველე აეროდრომებზე გადასვლას. სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ აღნიშნული სამხედრო ოლქის სახმელეთო ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

შავი ზღვის ფლოტის მე-15 სანაპირო დაცვის საარტილერიო ბრიგადის (სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) Utyos ტიპის სტაციონალურ და Bal ტიპის მობილურ სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებთან ერთობლივი სწავლება ჩაატარა ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატმა „ადმირალ გრიგოროვიჩმა“. გარდა ამისა, 24-30 მაისის კვირაში ყირიმში გაიმართა შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის 43-საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკის (საკის საჰაერო ბაზა) თვითმფრინავების სწავლება და წვრთნა ჩაატარა შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის 126-სანაპირო დაცვის ბრიგადის (პერევალნოე) სატანკო ბატალიონმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) გამართული სწავლებიდან

მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა გუდაუთაში, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო) 1000-მდე სამხედრომ გამართა სწავლება, რომელშიც ჩართული იყო მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) Mi-8AMTSh ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენები.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.