X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 92, 25 ივლისი - 1 აგვისტო, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 26 ივლისს, დონბასის ფრონტზე დაიჭრა 7 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა 26, 27, 28, 29 და 30 ივლისს, მრავალჯერადი დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

29 ივლისს, იტალიურმა და ესპანურმა გამანადგურებლებმა, ბალტიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს ორ რუსულ Il-22PP ტიპის ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავს, Su-24 ტიპის მოიერიშესა და Il-76 ტიპის სტრატეგიულ სატვირთო თვითმფრინავს. აღნიშნული ინციდენტი პირველი შემთხვევაა, როდესაც Il-22PP ტიპის საფრენ აპარატს გადაუჭრეს გზა.

Il-22PP

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

98-საჰაერო-სადესანტო დივიზიის (შტაბ-ბინა ივანოვოში) 217-საჰაერო-სადესანტო პოლკს (ივანოვო) გადაეცა ბატალიონის სამყოფი ჯავშანტექნიკის პარტია, სავარაუდოდ 31 ერთეული BMD-4M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 8 ერთეული BTR-MD რაკუშკა-ს“ ტიპის ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა T-80BVM ტიპის ტანკების ახალი პარტია მიიღო.

T-80BVM ტიპის ტანკები

 

სწავლებები*

უკრაინისა და ბელარუსის საზღვართან რუსეთის 5 სხვადასხვა ოლქში განლაგებულმა მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) დანაყოფებმა სწავლება გამართეს, რომელიც ორიენტირებული იყო საველე შტაბების მოწყობაზე.

ბალტიის ფლოტის კარაკურტის“ კლასის (პროექტი 22800) კორვეტმა „ოდინცოვო“ და ბუიან-მ”  კლასის (პროექტი 21631) კორვეტმა „ზელიონი დოლ“, ინდოეთის საზღვაო ძალების ფრეგატთან ერთად, ბალტიის ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.

შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (სევასტოპოლი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) 1000-მდე სამხედრომ, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე წვრთნა ჩაატარა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.