X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 104, 18 - 24 ოქტომბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

17-23 ოქტომბერს, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მათი პირველი ერთობლივი პატრულირება განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.  რუსულ-ჩინურმა ესკადრამ იცურა იაპონიის გარშემო, რა დროსაც გაიარა იაპონურ კუნძულებს შორის ცუგარუსა და ოსუმის სრუტეები. ჩინეთის მხრიდან პატრულირებაში მონაწილეობდა ორი საესკადრო ნაღმოსანი და ორი ფრეგატი, ხოლო რუსეთის მხრიდან წყნარი ოკეანის ფლოტის უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსნები „ადმირალ პანტელეევი“ და ადმირალ ტრიბუცი“, სტერაგუშჩისკლასის (პროექტი 20380) კორვეტები „ალდარ ციდენჟაპოვი“ და „გრომკი“, და მარშალ ნედელინისკლასის (პროექტი 1914) სარაკეტო დისტანციის აპარატურის გემი „მარშალი კრილოვი“.

რუსულ-ჩინური ესკადრის მარშრუტი 17-23 ოქტომბრის პერიოდში

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 18-24 ოქტომბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - 19 და 23-24 ოქტომბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციით, 21 ოქტომბერს იდლიბის რეგიონი დაბომბა რუსულმა არტილერიამაც.

20 ოქტომბერს, ბელარუსმა ოფიციალურ მოსკოვთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს გაუხანგრძლივა ჰანცავიჩში მდებარე ადრეული შეტყობინების რადარისა და ვილეიკაში არსებული რუსეთის საზღვაო ძალების 43- საკომუნიკაციო კვანძის ფლობა. ორივე ობიექტი ბელარუსში მდებარეობს.

იაპონურმა გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსულ Ka-27 ტიპის საზღვაო შვეულმფრენს, რომელიც მოქმედებდა 17-23 ოქტომბრის პერიოდში, იაპონიის გარშემო მცურავი რუსულ-ჩინური ესკადრის გემებიდან. ჩინური შვეულმფრენებიც, ანალოგიურად, იაპონური გამანადგურებლების მიერ იქნნენ გადაჭერილი.

19 ოქტომბერს, შავი ზღვის თავზე, ორმა რუსულმა Su-30 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა აშშ-ს ბომბდამშენებსა და საწვავმზიდ თვითმფრინავებს.

ჩრდილოეთის ფლოტის უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“, რომელიც 23 სექტემბრიდან ხმელთაშუა ზღვიდან შესვლის შემდგომ ატლანტის ოკეანეში ოპერირებს, 20 ოქტომბერს ეკვატორული გვინეის დედაქალაქ მალაბოში ჩავიდა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსული ინფორმაციით, რუსეთის არმიის სადაზვერვო ბატალიონები და ასეულები, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების (ვდვ) სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებთან ერთად, სრულიად გადაიარაღდა AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანებით.

 

კოსმოსი

20 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა საკუთარი ოპტიკური სადაზვერვო თანამგზავრი Cosmos-2551, რომელიც წარმოადგენდა ახალ, Razbeg-ის ტიპს და 9 სექტემბერს ამოქმედდა. თანამგზავრი მოწყდა ორბიტას და ატმოსფეროში დაიწვა.

Cosmos-2551 იწვის ჩრდილოეთ ამერიკის თავზე

 

სწავლებები*

შავი ზღვის ფლოტის 40-ზე მეტი გემი და სამხრეთის სამხედრო ოლქის 4 000 სამხედრო იყო ჩართული ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) გამართულ სწავლებაში. წვრთნაში მონაწილე სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედროების ძირითადი ნაწილი 49- არმიას (შტაბ-ბინა სტავროპოლში) წარმოადგენდა.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე) 5 000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა სწავლებაში, რომელიც გაიმართა კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში და ასევე, ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ოდკბ-ს (CSTO) სამხედრო ალიანსის ქვეყნების - რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის 4 000-მა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო ალიანსის ერთობლივ სწავლებაში, რომელიც ტაჯიკეთში გაიმართა. სწავლებას ხელმძღვანელობდა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური.

ეგვიპტემ ერთობლივ, რუსულ-ეგვიპტურ საჰაერო-სადესანტო წვრთნას უმასპინძლა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.