X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 105, 25 - 31 ოქტომბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

რუსეთმა განაახლა საკუთარი სამხედრო დანაყოფების თავმოყრა უკრაინის საზღვართან, რამაც შეშფოთება გამოიწვია ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებში. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების ამსახველი კადრების გავრცელებასთან ერთად, არაოფიციალურ წყაროებში აღნიშნულია, რომ სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის (უკრაინა) რეგიონის მიმართულებით.

ომი უკრაინაში - 25-31 ოქტომბრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე დაიღუპა 2 და დაიჭრა 11 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა, 27 და 30 ოქტომბერს, იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

ომი სირიაში - ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქამიშლის აეროპორტში, პირველად განლაგდნენ რუსული Su-35S ტიპის გამანადგურებლები.

რუსული Su-35S ქამიშლის აეროპორტში

27 ოქტომბერს, ნორვეგიის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს 2 რუსულ Tu-160 ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენს, მათ გამცილებელ MiG-31 ტიპის გამანადგურებლებსა და A-50 ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავს, ბარენცისა და ნორვეგიის ზღვებზე გადაფრენისას.

 

სწავლებები*

რუსეთისა და ასადის რეჟიმის სამხედროებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ჩრდილოეთ სირიაში, კერძოდ ტელ ტამერის/ტალ ტამრის არეალში.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.