X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ისრაელის ქნესეთმა ახალი, რიგით 36-ე მთავრობა დაამტკიცა

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

2021 წლის 13 ივნისს ისრაელის ქნესეთმა 60 ხმით 59-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ახალი, რიგით 36-ე მთავრობა, რითაც ოფიციალურად დასრულდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა.

ახალ კოალიციაში შემავალ პარტიებს (სულ 8 პოლიტიკური პარტია) შორის შემდგარი გარიგების თანახმად, მთავრობის ხელმძღვანელი 2023 წლის სექტემბრამდე იქნება მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი, რომელსაც შემდგომში შეცვლის ცენტრისტული „მომავლის პარტიის“ ლიდერი იაირ ლაპიდი.

ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი

ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ბენეტმა პირობა დადო, რომ იგი გააერთიანეს ერს. მან ახალი მთავრობის პრიორიტეტებს შორის დაასახელა რეფორმები განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში.

მართალია, ახალი მთავრობის ეკლექტურობიდან გამომდინარე ბევრი ვარაუდობს, რომ ამ მთავრობას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას არაერთ საკითხზე და, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პალესტინის თემაზე, რადგან ახალ კოალიციაში ერთმანეთისგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ძალები არიან წარმოდგენილი (მათ შორისაა არაბული ისლამისტური პარტიაც).

ისრაელის ახალი, 36-ე მთავრობა

ძალთა ასეთი გადანაწილების შემდეგ ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი ცალსახად ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება, რომელმაც შესაძლოა გარედან სერიოზული პრობლემები შეუქმნას მყიფე მინისტრთა კაბინეტს.

ისრაელის ახალი მთავრობის სრული შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

  1. ნაფტალი ბენეტი - პრემიერ-მინისტრი (პარტია „იამინა“);
  2. იაირ ლაპიდი - საგარეო საქმეთა მინისტრი, ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი („მომავლის პარტია“);
  3. ბენი განცი - ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი („ლურჯი და თეთრი“);
  4. გიდეონ საარი - ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი („ახალი იმედი“);
  5. ავიგდორ ლიბერმანი - ფინანსთა მინისტრი („ისრაელი - ჩვენი სახლი“);
  6. იფატ შაშა-ბითონი - განათლების მინისტრი („ახალი იმედი“);
  7. აიელეთ შაკედი - შინაგან საქმეთა მინისტრი („იამინა“);
  8. ნიცან ჰოროვიცი - ჯანდაცვის მინისტრი („მერეცი“);
  9. მერავ მიხაელი - ტრანსპორტის მინისტრი („ლეიბორისტული პარტია“);
  10. თამარ ზანდბერგი - გარემოს დაცვის მინისტრი („მერეცი“);
  11. ომერ ბარ-ლევი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი („ლეიბორისტული პარტია“);
  12. იოაზ ჰენდელი - კომუნიკაციების მინისტრი („ახალი იმედი“);
  13. ორნა ბარბივაი - ეკონომიკის მინისტრი („მომავლის პარტია“);
  14. მეირავ კოჰენი - შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი („მომავლის პარტია“); 
  15. კარინე ელჰარარი - ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრი („მომავლის პარტია“);
  16. ნახმან შაი - დიასპორის საკითხთა მინისტრი („ლეიბორისტული პარტია“);
  17. ოდედ ფორერი - სოფლის მეურნეობისა და განვითარების მინისტრი („ისრაელი - ჩვენი სახლი“);
  18. ფნინა თამანო-შატა - ემიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი („ლურჯი და თეთრი“);
  19. ზეელ ელკინი - მშენებლობისა და იერუსალიმის საკითხთა მინისტრი („ახალი იმედი“);
  20. ჰილი თროპერი - კულტურისა და სპორტის მინისტრი („ლურჯი და თეთრი“);
  21. ელაზარ შტერნი - დაზვერვის მინისტრი („მომავლის პარტია“);
  22. ისავი ფრეჟი - რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა მინისტრი („მერეცი“);
  23. მათან კაჰანა - რელიგიის საკითხთა მინისტრი („იამინა“);
  24. ორით ფარქაშ-ჰაკოჰენი - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი („ლურჯი და თეთრი“);
  25. ნირ ორბახი - განსახლების საკითხთა მინისტრი („იამინა“);
  26. იოელ რაზვოზოვი - ტურიზმის მინისტრი („ახალი იმედი“).
Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.