Announcements
Vacancy In Rondeli Foundation
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს ვაკანსიას ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში უმცროსი მკვლევრის პოზიციაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კავკასიოლოგიაში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან მომიჯნავე დისციპლინებში (აუცილებელია მაგისტრის ხარისხი);
- ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკისა და ეთნორელიგიური შემადგენლობის სიღრმისეული ცოდნა;
- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- კვლევის ანგარიშებისა და პოლიტიკის დოკუმენტების წერის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- რომელიმე ჩრდილოკავკასიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით გამოქვეყნებული ნაშრომებისა თუ ანალიტიკური სტატიების ავტორობა;
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური უნარები;
- აკადემიურად წერა;
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება;
- მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით საერთო ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების (ანგარიში, პოლიტიკის დოკუმენტი და სხვა) მომზადება;
- სხვადასხვა სახის მონაცემის შეგროვება და დამუშავება;
- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაოს აღწერილობა:
- ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და შესაბამისი მიმოხილვებისა და ანგარიშების მომზადება;
- რეგიონთან დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობა;
- საველე და სამაგიდო კვლევების მეთოდოლოგიისა და რელევანტური მასალების მომზადება, ჩატარება და კვლევის ანგარიშების დაწერა;
- თემატურად რელევანტურ, პროექტებით გათვალისწინებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
- ფონდის გუნდისთვის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე შესაბამისი რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა, პროექტების მიხედვით.
- საპროექტო წინადადებების მომზადება
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა.
** გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სამუშაოს დაწყების დრო: 1 ივლისი, 2023 წელი.
სამუშაოს ყოველთვიური ანაზღაურება: 700 ევროს ექვივალენტი ლარში
უმცროსი მკვლევრის პოზიციაზე მომართვის მსურველებმა 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მითითებული იყოს პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.