X

Meetings and Discussions

კვლევის პრეზენტაცია

2020 / 12 / 15

16 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა (FES) წარადგინეს კვლევის - "ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში" შედეგების პრეზენტაცია.

კვლევაში განხილულია პანდემიური ეკონომიკური კრიზისის თავისებურებანი საქართველოში, სიმულაციური ანალიზის საფუძველზე მოცემულია დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე ანტიპანდემიური შეზღუდვებისა და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მოსალოდნელი გავლენის შეფასება 2020-2021 წლებში.

კვლევა წარადგინეს ავტორებმა:

მერაბ კაკულია, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, GIPA-ს პროფესორი.

ნოდარ კაპანაძე, ეკონომისტი.

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.