განცხადებები

რონდელის ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მონაწილეთა შერჩევას პროექტში „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“

2022 / 10 / 28

რონდელის ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მონაწილეთა შერჩევას პროექტში

„ახალგაზრდები ცვლილებისთვის“
ქალაქი ქუთაისი

რონდელის ფონდი აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ქალაქ ქუთაისში ხუთდღიანი,
ინტენსიური სასწავლო პროგრამისთვის - „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. სასწავლო
პროგრამის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდა აქტივისტების ცოდნის გაღრმავება საშინაო
თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და მათი განვითარების ხელშეწყობა.
თუ ცხოვრობთ იმერეთში, ხართ აქტიური ახალგაზრდა და წარმოადგენთ რომელიმე
პოლიტიკურ პარტიასა თუ სამოქალაქო მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ
ადგილობრივ მედიასაშუალებას ეს პროგრამა თქვენთვისაა!
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში
გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: პოლიტიკური
იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში,
საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, რუსეთი და რეგიონული გამოწვევები,
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი,
ეკონომიკა და სხვა. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან რონდელის ფონდისა და მასთან
ასოცირებული ექსპერტები. სასწავლო პროგრამა დაგეგმილია ამა წლის 1-5 დეკემბერს,
ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო Best Western, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა N:11;
პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკული ფონდის - National Endowment Democracy (NED)
მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: სამოტივაციო წერილი და
CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected] ; გთხოვთ სათაურის ველში
მიუთითოთ პროექტის დასახელება „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“;
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს –
სოფი ბოკუჩავა: ტელ - 2 47 35 55; E-mail: [email protected]
საბუთების მიღების ბოლო ვადა:  24 ნოემბერი, 2022 წელი.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ონლაინ-გასაუბრება.    

 

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.