გუნდი

ეკა მეტრეველი

პრეზიდენტი

ეკა მეტრეველი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი და 2018 წლის მაისიდან საქართველოში ფინეთის საპატიო კონსული. მანამდე, 2015 წლის ივნისიდან, იყო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ე. მეტრეველი 2002 წლიდან არის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ადამიანთა უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. მის საკვლევ სფეროს წარმოადგენს მმართველობა და ეთნიკური უმცირესობების საკითხები. იგი ფონდში 2002 წლიდან ხელმძღვანელობს ეფექტური მმართველობის, საჯარო პოლიტიკისა თუ ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებულ მრავალკომპონენტიან ინიციატივებს. ეკა მეტრეველი 1995 წლიდან მუშაობდა აშშ-ის საელჩოში თბილისში, ჯერ აშშ-ის სამხედრო ატაშეს ოფისში, შემდეგ,  1999-2000 წწ., იყო საჯარო დიპლომატიის განყოფილების თანამშრომელი.  2000-2001 წწ. იგი იყო პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრში ანალიტიკოსი. 2001-2002 წწ. მუშაობდა ამერიკის იუსტიციის ეროვნული ინსტიტუტის კონსულტანტად. 2002-2004 წწ. ეკა მეტრეველი, როგორც სამოქალაქო განათლების პროგრამის სტიპენდიანტი, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეკა მეტრეველი არის ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი (1996).  2000-2001 წწ. მასკის პროგრამის ფარგლებში აშშ-ში, პიტსბურგის უნივერსიტეტში, გაიარა სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა საზოგადოებრივი პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრის წოდება სპეციალიზაციით საერთაშორისო უსაფრთხოება.

 

კახა გოგოლაშვილი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

კახა გოგოლაშვილი - სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია.  

იგი მოღვაწეობდა აკადემიურ სფეროში და დიპლომატიურ სამსახურში. არის ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრაციის სასწავლო კურსების ავტორი. მონაწილეობას იღებდა მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებაში. 1990 წლიდან იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად და უშუალოდ მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებში. 1994-96 წლებში ბ-ნი გოგოლაშვილი ჩაბმული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ირგვლივ წარმოებულ მოლაპარაკებათა პროცესში. 1996-2000 წლებში კი მოღვაწეობდა ევროკავშირთან საქართველოს მისიაში (ქ.ბრიუსელი) ჯერ მრჩევლის, შემდეგ კი დესპანის რანგში. 2000 წლიდან ბ-ნი გოგოლაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების იმპლემენტაციის სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და მომდევნო წლის განმავლობაში აღნიშნული კომისიის მდივანია. როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში მოღვაწეობის დროს ბ-ნი გოგოლაშვილის აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე პოლიტიკურ კონსულტაციებში, რომელთა შედეგსაც საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება წარმოადგენდა.

1990-2000 წლებში მას საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა. 2001 წელს კი სათავეში ჩაუდგა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების ქვეკომიტეტს. იგი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბ-ნი გოგოლაშვილი მოღვაწეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში, მ.შ. ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროექტებში. იგი აგრძელებს ევროინტეგრაციასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები (1980 წ.) და მადრიდის დიპლომატიური აკადემია (1994).

 

 

 

ვლადიმერ პაპავა

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი

ვლადიმერ პაპავა 2001 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი. ვლ. პაპავას აქვს პოლიტიკური ეკონომიის, ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების სფეროში მუშაობის 35-წლიანი  გამოცდილება: 1977 წ.-დან, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1994 წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორი, პარალელურად - მაკროეკონომიკის პროფესორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-2000 წწ. -  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 2000 წ. - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 2004-2008 წწ. - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (დეპუტატი);  2005-2006 წწ. - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნიცშეს სკოლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის (ვაშინგტონი, აშშ) მკვლევარი, ფულბრაიტის პროგრამით. 2013-2016 წლებში ვლადიმერ პაპავა იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ეკონომიკის პროფესორი, ასევე პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ვლ. პაპავა არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი: სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მრჩეველთა საბჭო (პოლონეთი, 2007), სოციალური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო (რუსეთი, 2007),  „ცენტრალური აზიისა და კავკასიის“ ჟურნალის სარედაქციო საბჭო (შვედეთი, 2006), შედარებითი ეკონომიკური კვლევების ევროპული ასოციაცია (იტალია, 2006),  ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება (აშშ, 2006), საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოება  (აშშ, 1998), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ, 1995), საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია (გაერო, 1994);  2010 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე. პროფ. პაპავამ ეკონომიკურ მეცნიერებებში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში (1982), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1989) და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1990). 2013 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). ვლ. პაპავას აქვს სახელმწიფო ჯილდოები და არის 300-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.

მერაბ კაკულია

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი

მერაბ კაკულია 2005 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი 2013 წლიდან. მ. კაკულიას აქვს მაკროეკონომიკის, ბანკებისა და ფინანსების, სავაჭრო პოლიტიკის, საერთაშორისო და გარდამავალი ეკონომიკის სფეროებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 1987 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი მუშაობდა ჯერ დოცენტად (1987-1992), შემდეგ კი - პროფესორად (2002-2005). 1993-2005 წწ.-ში მ. კაკულია იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრზიდენტი; 2000-2005 წწ.-ში - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოდან, ხოლო 1997- 2005 წწ.-ში - საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემა  SWIFT-ის ეროვნული კოორდინატორი. 2005- 2010 წწ.-ში მ. კაკულია მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მთავარ ეკონომიკურ ექსპერტად და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების“ მთავარ რედაქტორად.  მ. კაკულია არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. 2010 წლიდან იგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორი. ამჟამად  მ. კაკულია ასევე არის საქართველოში კავკასიის განვითარების ბანკის - საქართველო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მერაბ კაკულიამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1983). 1986  წელს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2002 წელს ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემემის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია.

დევიდ ჯ. სმიტი

უფროსი ექსპერტი, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი

დევიდ ჯ. სმიტი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი. ის ასევე არის უფროსი  მეცნიერ-თანამშრომელი პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში, ვაშინგტონი. 2002-2006 წლებში საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს წევრი. 1993-2002 წლებში ის იყო კორპორაცია „გლობალ ჰორიზონსის“ პრეზიდენტი, ხოლო მანამდე ამერიკის მთავარი მომლაპარაკებელი თავდაცვისა და სივრცის სფეროში. დევიდ სმიტი ასევე მუშაობდა არიზონას კონგრესმენთან ჯონ კაილთან და ეკავა შტაბის უფროსის თანამდებობა, იყო სენატის რესპუბლიკელი ლიდერის ბობ დოულის ასისტენტი სტრატეგიულ პოლიტიკასა და შეიარაღების კონტროლის დარგში,  ასევე ამერიკის სენატის პროფესიონალი შტაბის წევრი და ამერიკის დელეგაციის წევრი კონვენციური ძალებისა და ქიმიური იარარის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების საკითხებში. მას ეკავა აშშ-ის საჰაერო ძალებში მაიორის თანამდებობა. დ. სმიტი ფლობს სხვადასხვა ხარისხს, არიზონას უნივერსიტეტი, ეკონომიკის ლონდონის სკოლა და ჰარვარდის უნივერსიტეტი. 

ხათუნა მშვიდობაძე

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ხათუნა მშვიდობაძე არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-ორკის იუთიკა კოლეჯის ასოცირებული პროფესორი და Cyberlight Global Associate-ის  დირექტორი. სხვადასხვა დროს იგი იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის მრჩეველი. ხ. მშვიდობაძე არის ექსპერტი კიბერუსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის საკითხებში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ წამყვან უცხოურ გამოცემებში, როგორიცაა Defense News, Jane's Defence Weekly, Jane's Foreign Report  და სხვ. იგი ავტორია კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი ნაშრომების, მოხსენებებისა და ტრეინინგ-კურსებისა. ხ. მშვიდობაძის მოხსენება „ახალი საფრთხეები: ენერგოუსაფრთხოება, კიბერთავდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“ ნატოს სტრატეგიული კონცეფციის  ბიბლიოგრაფიის ერთ-ერთი ოფიციალური წყაროა. მისი კვლევის პრეზენტაცია, რომელიც რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეებს ეხება, წარდგენილ იქნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინაში, ბიუროს ათობით ოფისში, აშშ-ის შიდა უსაფრთხოებისა და იუსტიციის  დეპარტამენტებში და ამერიკის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოში. რუსულ კიბერსაფრთხეებზე კვლევის წარსადგენად იგი მიიწვიეს საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებსა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.   ხ. მშვიდობაძე არის მიწვეული სპიკერი აშშ-ის მთელ რიგ კერძო ორგანიზაციებსა თუ კვლევით ინსტიტუტებში. იგი არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. ხ. მშვიდობაძეს მინიჭებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში; კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  ბიზნესის ადმინისტრირებაში;  ნიუ-ორკის იუთიკა კოლეჯის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი კიბერექსპერტიზასა და კიბერდაზვერვაში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში. ხ. მშვიდობაძის სამაგისტრო ნაშრომი ეხება რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეებს, მიმართულს მეზობელი სახელმწიფოებისა და ამერიკის წინააღმდეგ. მისი სადოქტორო დისერტაცია მოიცავს გლობალური ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტებს. ხათუნა მშვიდობაძე 2011 წელს იყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლის  დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტი. 

გიორგი ბადრიძე

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

გიორგი ბადრიძე 2013 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გ. ბადრიძეს აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1992 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს, იყო კულტურის დეპარტამენტის მეორე მდივანი (1992-1993); პარტნიორულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (1993-1994); დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი (1996-1997); ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (1997-1998); თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) (1999-2002); ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2002-2003); ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი (2004-06); დიდ ბრიტანეთში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) (2007-2009); დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2009-2013). 2014 წლიდან გ. ბადრიძე არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე. გ. ბადრიძე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი გ. ბადრიძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1992 წ.). 1995-1996 წწ.-ში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპული სწავლებების ფაკულტეტზე (პრაღა და ბუდაპეშტი), რომლის წარჩინებით დამთავრების შედეგად მიენიჭა  მაგისტრის წოდება. გ. ბადრიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

შოთა უტიაშვილი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

შოთა უტიაშვილი 2016 წლის იანვრიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ანალიტიკურ სფეროებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. 2012-2015 წწ.-ში ის მუშაობდა მკვლევარად თავისუფალი უნივერსიტეტის თბილისი პოლიტიკის ანალიზის ცენტრში. 2012 წელს (სექტემბერი-ნოემბერი) ის იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. ამავე წელს (ივლისი-სექტემბერი) მას ეკავა საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორისა და პრემიერ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. 2004-2012წწ.-ში შოთა უტიაშვილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მანამდე, 2003-2004 წწ.-ში ის მუშაობდა ჟურნალისტად  გაზეთში  „24 საათი“.  2002 წელს შ. უტიაშვილი მუშაობდა მკვლევრად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში და ჩაატარა კვლევა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული სამთავრობო ინსტიტუტების შესახებ.  2001-2002წწ.-ში მუშაობდა მკვლევარად  საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შ. უტიაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1994-1999), ასევე ის არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის  ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკის პროგრამის კურსდამთავრებული (2 001-2002).  იგი ფლობს მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის  საერთაშორისო პროგრამისა (2001) და კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის  შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის სერტიფიკატებს (2012).

ალექსი პეტრიაშვილი

უფროსი მკვლევარი

ელჩ ალექსი პეტრიაშვილს დიპლომატიური საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის განმავლობაშიც იგი წარმოადგენდა ქვეყანას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ალექსი პეტრიაშვილმა კარიერა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ანალიზის სამსახურში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად (1995-1998). 1998-2001 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2001-2002 წწ.-ში მუშაობდა ავსტრიაში, საქართველოს საელჩოში, ეუთოსა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩევლად. შემდეგ - აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად (2002-2004). 2004-2009 წწ.-ში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. 2012 წლის ოქტომბერში ალექსი პეტრიაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო 2012 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე ეკავა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

ალექსი პეტრიაშვილის პოლიტიკური კარიერა ძირითადად უკავშირდება პოლიტიკურ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლის პოლიტიკური მდივანი იყო 2010-2012 წლებში და გენერალური მდივანი - 2014-2016 წლებში.

ამჟამად ელჩი პეტრიაშვილი არის ბიემჯის გადაცემა „საქმიან დილაში“ საერთაშორისო საკითხებზე ყოველკვირეული რუბრიკის „მსოფლიო, როგორც ასეთის“ ავტორი და წამყვანი, აგრეთვე ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუ „პოლიტიკური პარასკევის“ თანაწამყვანი „ტვ პირველზე“. ის ყოველკვირეულად აქვეყნებს სტატიებს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებზე  ჟურნალ „ფორბს ჯორჯიაში“.

ალექსი პეტრიაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 2000 წელს კი - რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯი.

ქეთი ემუხვარი

მკვლევარი

ქეთევან ემუხვარი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი.  2006-2016 წ.წ-ში მას ეკავა პროექტის კოორდინატორის პოზიცია ფონდში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 2004 წ. მარკეტინგული კვლევების კომპანიაში „ACT კვლევა“, სადაც მუშაობდა ანალიტიკური ჯგუფის წევრად/ინტერვიუერად. 2005 წ. ქ. ემუხვარი იყო „საბაზრო ეკონომიკის  პროგრამის (FOME Program) ტრენერი. 2006 წ. კითხულობდა ლექციებს რეკლამის ფსიქოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქ. ემუხვარმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი) და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში. ის ასევე არის ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „რენდ კორპორეიშენისა“ და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ ორგანიზებული ერთობლივი პროგრამის „საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება“ კურსდამთავრებული. ქ. ემუხვარს გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები შემდეგ სფეროებში: პოლიტიკის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება, კონფლიქტების პრევენცია, ევროპული ინტეგრაცია.

ზურაბ ბატიაშვილი

მკვლევარი

ზურაბ ბატიაშვილი 2018 წლიდან არის  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი. იგი ასევე არის მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ. ზ. ბატიაშვილი 1998-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, 2003 წლიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2006-2013 წლებში იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2014-2018 წლები მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, სადაც 2016-2018 წწ.-ში ეკავა საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია. არის მრავალი პუბლიკაციისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

ზ. ბატიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დავით ბატაშვილი

მკვლევარი

დავით ბატაშვილი 2018 წლის მარტიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი. 2008 - 2013 წლებში დ. ბატაშვილი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, 2014 წელს - მკვლევარი არასამთავრობო ორგანიზაციების „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი“ (თბილისი, საქართველო) და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი“ (ერევანი, სომხეთი) ერთობლივ პროექტში „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“. 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე, ხოლო 2017 წლიდან 2018 წლის დასაწყისამდე - „სივილ ჯორჯიას“ (Civil.ge) ჟურნალისტი. დავით ბატაშვილი არის სხვადასხვა ქართულ, ამერიკულ, ისრაელის და ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი. დამთავრებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა.

ალექსანდრე კვახაძე

მკვლევარი

ალექსანდრე კვახაძე 2018 წლის მარტიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) მკვლევარი. სხვადასხვა დროს იგი იყო: მთავარი სპეციალისტი ჩერქეზულ კულტურის ცენტრში (2011-2014), დეპუტატის თანაშემწე საქართველოს პარლამენტში (2014-2016) და მკვლევრის თანაშემწე ბირმინგემის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი (აგვისტო, 2017), 2010 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი თურქოლოგიაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2012 წელს - მაგისტრის ხარისხი კავკასიოლოგიაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2017 წელს - მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის განხრით (ბირმინგემის უნივერსიტეტი). 2016 წელს იყო ბრიტანული სახელმწიფო პროგრამის - ჩივნინგის სტიპენდიანტი. 2011 წელის ზაფხულში ქ. ბურსაში (თურქეთის რესპუბლიკა) გაიარა თომერის უნივერსიტეტის თურქული ენის საზაფხულო სკოლა. ამის გარდა, გავლილი აქვს არაერთი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში. არის ენათმეცნიერების, კავკასიისა და ტერორიზმის შესახებ ქართულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენოვანი არაერთი პუბლიკაციის ავტორი. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევითი ექსპედიცია თურქეთსა და პანკისის ხეობაში.

ბადრი ბელქანია

მკვლევარი

ბადრი ბელქანია 2021 წლის ივლისიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ჩრდილოეთ კავკასიისა და კონფლიქტოლოგიის მიმართულებით. იგი ასევე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აკადემიურ და სოციალურ პროექტებში, რომლებიც კავკასიის კონფლიქტური რეგიონების კვლევასა და მხარეებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. სხვადასხვა დროს ბ. ბელქანიას გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში. 2020-2021 წლებში ის მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად საქართველოს გაეროს ასოციაციაში. ბ. ბელქანია აქტიურად იკვლევს და აქვეყნებს სტატიებს კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. 

ბ. ბელქანიას დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში (ახლო აღმოსავლეთისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით). 2020 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და კონფლიქტოლოგიაში. სხვადასხვა დროს განათლება მიღებული აქვს კაიროს უნივერსიტეტში, დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტსა და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში. ის ასევე არის კურსდამთავრებული საერთაშორისო აკადემიური ინსტიტუციების არაერთი პროგრამის, მათ შორის DAAD-ის, German Marshall Fund-ისა და European Forum Alpbach-ის მიერ ორგანიზებულის. 

ნინო რამიშვილი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ნინო რამიშვილი 2001 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ფინანსური მენეჯერი. 1988-97 წლებში, ის იყო კვლევის თანაშემწე ნიკო მუსხიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში. 1990-91 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების კათედრაზე. 1996 წელს მუშაობდა “თბილკომბანკის” საოპერაციო განყოფილებაში, ხოლო 1997 წელს კონსალტინგის ცენტრში მთავარ ბუღალტრად. 1997-98 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „გარანტ-აუდიტის“  ბუღალტერად და 2000-01 წლებში ნ. ჟორდანიას სახელობის ფრანგულ კოლეჯში მათემატიკის პედაგოგად. 1989 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.

თათა კვაჭაძე

სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

თათა კვაჭაძე რონდელის ფონდს 2022 წლის მარტში შეუერთდა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. 2003 წელს თათა კვაჭაძემ მუშაობა საქართველოს მთავრობის პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში, პრემიერ-მინისტრის გუნდში დაიწყო. გაიარა სტაჟირებები ევროპის საბჭოს კომუნიკაციების დეპარტამენტში (სტრასბურგი, 2004) და გაეროში (ნიუ იორკი, 2005). 2005 წლიდან თათა კვაჭაძემ მუშაობა სილქ როუდ ჯგუფში გააგრძელა, PR და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერად. მომდევნო წლებში მან არაერთ ბიზნეს და საგანმანათლებლო პროექტს უხელმძღვანელა კომპანიის ფარგლებში. 2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში ნიდერლანდების სამეფოში პრესისა და კულტურის ატაშეს პოზიციაზე. 2012 წელს თათა კვაჭაძე გახდა ჟურნალ National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემის პირველი გამომცემელი, სადაც 2016 წლამდე იმუშავა, ასევე, იყო ჟურნალ "კონტაქტის" მთავარი რედაქტორი 2013-2014 წლებში. 2016-2020 წლებში იყო პრეს-ატაშე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. 2021 წელს თათა კვაჭაძე ჩართული იყო სხვადასხვა ბიზნეს და მედია პროექტში კომუნიკაციების კონსულტაციის კუთხით ნიუ-იორკსა და თბილისში. თათა კვაჭაძემ დაამთავრა საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალავრიატი  საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში (2002), არის გრენობლის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (2016) და ასევე, New York Film Academy-ს კურსდამთავრებული (2019).

რუსუდან მარგიშვილი

პროექტის კოორდინატორი

რუსუდან მარგიშვილი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორი 2010 წლიდან. მას აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება. 1994-2006 წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 2005-2010 წწ. იყო „ენის სკოლის“ მასწავლებელი და უცხოელებს ასწავლიდა ქართულ ენას. 2010 წ.-დან არის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მოწვეული მასწავლებელი და კითხულობს ლექციებს ბერძნულ ეპიგრაფიკაში. 1996 წლიდან ეწევა სარედაქციო საქმიანობას და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. რ. მარგიშვილი მუშაობდა პროექტების კოორდინატორად ხელოვნების საერთაშორისო ცენტრსა (1996-1998) და ხელოვნების სახლ „თაგისში“ (1999-2000). 2006 წლიდან ჩაერთო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროექტებში (2006-2007, 2009), რომელთა ფარგლებშიც ასწავლიდა ქართულ ენას. რ. მარგიშვილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1986-1991), ასევე - ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა (1991-1994). 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 

 

ხატია შალამბერიძე

პროექტის კოორდინატორი

ხატია შალამბერიძე 2017 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორი. 2014-2017 წლებში ის მუშაობდა ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველო“ მედია პროგრამის კოორდინატორად. ხატია შალამბერიძეს აქვს ტელევიზიაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. 2012-2014 წწ.-ში ის იყო ტელეკომპანია TV 9-ის საერთაშორისო ახალი ამბების პროდიუსერი. 2005-2008 წწ.-ში ის მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში საერთაშორისო მიმომხილველად. მას ასევე აქვს თარჯიმნად მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ხ. შალამბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (ბაკალავრი, 2005). 2008-2010 წწ.-ში მან გაიარა მედიასა და ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა ორჰუსის, ამსტერდამისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „Erasmus Mundus” -ის ფარგლებში. 

თამარ ჩხუბიანიშვილი

პროექტის კოორდინატორი

თამარ ჩხუბიანიშვილი 2019 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორი. თამარი მუშაობდა USAID hicid 2020 პროექტში კვლევის ანალიტიკოსად, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში. თამარმა დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ის ასევე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus + სასწავლო გაცვლითი პროგრამის მონაწილე.    

გიორგი უზურაშვილი

პროექტის კოორდინატორი

გიორგი უზარაშვილი 2020 სექტემბრიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი და კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის სპეციალიზებული პროგრამის კოორდინატორი. მას კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულთა გამოძიების კუთხით გააჩნია 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 7 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალმდამცავ უწყებებში, ხოლო 4 წელი კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა კერძო კომპანიაში.

2009-დან 2015 წლამდე იგი მსახურობდა საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში, ხოლო 2015-2016 წლებში სამსახური გააგრძელა სუს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში.

გ. უზარაშვილმა დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ასევე საქართველოს შს სამინისტროს აკადემია. სხვადასხვა დროს მას გავლილი აქვს ინტენსიური პროფესიული ტრეინინგები და სერტიფიცირებული კურსები, კერძოდ „ციფრული მტკიცებულებების პირველადი მოპყრობა და ექსპერტიზა“ (აშშ),  „ტერორისტული მიზნებით კიბერსივრცის გამოყენება“ (NATO 2015)  “ექსპერტიზა და ქსელების გამოძიება“ (ეუთო 2016) და სხვ.

მარიამ ჯუღელი

პროექტის კოორდინატორი

მარიამ ჯუღელი 2021 წლის მარტიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორი. ის ასევე გახლავთ თანასწორობის ელჩი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში. მარიამი მუშაობდა როგორც პროექტის მენეჯერი მასტერფის საქართველოში. ასევე 2019-2020 წლებში მარიამი გახლდათ როტარაქტ კლუბის პრეზიდენტი. მარიამმა დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.  ის ასევე ხელმძღვანელობდა არაერთ ერასმუს+ ახალგაზრდულ სასწავლო კურსს.

ანი ზირაქაშვილი

პროექტის კოორდინატორი

ანი ზირაქაშვილი 2021 წლის იანვრიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორია. 2020 წელს ის ასევე იყო ფონდის სტაჟიორი და პროექტის ასისტენტი. ამავე წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის ცენტრალურ აპარატში (საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (ევროპის ქვეყნების დეპარტამენტში). ანიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (2020). 2019 წელს მან ორჯერ მოიპოვა Erasmus+ სასწავლო გაცვლითი პროგრამის სტიპენდია და განათლება მიიღო ნორვეგიის ორ უმაღლეს სასწავლებელში - ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯსა და ოსლოს უნივერსიტეტში.

მედეა ივანიაძე

უმცროსი მკვლევარი

მედეა ივანიაძე 2020 წლის ივლისიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) წევრია. 2019-2021 წლებში იგი იყო ტაბულას ჟურნალისტი. მედეა ივანიაძემ დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციით (2015-2019). 2018 წელს ის ერთი სემესტრით ჩინეთის ოკეანის უნივერსიტეტში სწავლობდა ჩინურ ენას.

ეთერ გლურჯიძე

უმცროსი მკვლევარი

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.