განცხადებები
რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან (ESD) თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საჯარო მოხელეების პროგრამაზე „საქართველოს საჯარო სამსახურის მომავალ ლიდერთა სასწავლო პროგრამა“.
პროგრამის მიზანია საქართველოს საჯარო მოხელეთა ცოდნისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უსაფრთხოების სფეროსა და პოლიტიკის შემუშავებაში. 4-თვიანი სასწავლო პროგრამას ჩაატარებენ ესტონელი და ქართველი სპეციალისტები, ინგლისურ და ქართულ ენებზე (კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა).
სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები და სამეზობლო, პოლიტიკის ანალიზი, ჰიბრიდული საფრთხეები და სტრატეგიული კომუნიკაციები.
სასწავლო კურსის პერიოდი: მარტი - ივნისი
ლექციები ჩატარდება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: [email protected]; თემის ველში მიუთითეთ: „საქართველოს საჯარო სამსახურის მომავალ ლიდერთა სასწავლო პროგრამა“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17 თებერვალი, 18:00 საათი