X

განცხადებები

სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

2023 / 05 / 01

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს  შერჩევას, პროფესიულ სასწავლო პროგრამაში - ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა - მონაწილეთა მისაღებად.   

პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. 

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. 

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.      

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ეკონომიკა, ევროატლანტიკური უსაფრთხოება, პოსტსაბჭოთა სივრცე, ენერგოუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, ახლო აღმოსავლეთი, საერთაშორისო ფინანსები და თავდაცვის პოლიტიკა, სულ დაახლოებით 200 აკადემიური საათი.

სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები. სამუშაო ენა - ინგლისური და ქართული, ლექციები გაიმართება საღამოს საათებში.

პროგრამა დაიწყება 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში, ხოლო დასრულდება 2024 წლის მაისის ბოლოს.  

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საჯარო მოხელეებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.  

პროგრამაში შერჩევის კრიტერიუმები:  უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი. 

შერჩევის  პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: 1) სამოტივაციო წერილი, 2) სარეკომენდაციო წერილი და 3) CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  18:00 საათი, 25 მაისი, 2023 წელი.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.    

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ტელ: 0322 47 35 55, [email protected]

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.