X

კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო კონფერენცია - „კავკასია: თანამშრომლობა სტაბილურობისთვის“

2007 / 10 / 21

2007 წლის 19-21 ოქტომბერს  თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „კავკასია: თანამშრომლობა სტაბილურობისთვის“. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ სასაკავას მშვიდობის ფონდის, ფინეთის მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ხოლო მისასალმებელი სიტყვით წარსდგა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. კონფერენციას ესწრებოდა 150-ზე მეტიმონაწილე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან, ისევე როგორც, ადგილობრივი, რეგიონული თუ საერთაშორისო სამთავრობო, არასამთავრობო და მთავრობათაშორისი ორგანიზაციისა და უწყების წარმომადგენლები იაპონიიდან, ისრაელიდან, დასავლეთ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

კონფერენციამ მომხსენებლებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების შესახებ; რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუციებსა და რეგიონული ძალების როლებზე. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვა, გამოეთქვა აზრი და ჩართულიყო დისკუსიაში.

კონფერენცია დასრულდა წინანდალის, კახეთის მონახულებით.

ასევე, იგეგმება მოხსენებების სრული ტექსტების გამოცემა ინგლისურად და რუსულად.

მონაწილეთა სია

კონფერენციის პროგრამა

კონფერენციის დოკუმენტები ინგლისურად

კონფერენციის დოკუმენტები რუსულად

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.