X

კონფერენციები და სემინარები

გაყინული კონფლიქტების ფორუმი აფხაზეთზე

2008 / 06 / 19

2008 წლის 19 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ჩატარდა გაყინული კონფლიქტების ფორუმი აფხაზეთზე. ყოფილი რუსეთის ინსტიტუტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჰარიმანის ინტიტუტი წამყვანი ცენტრია რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ოთხი პანელი: ჰუმანიტარული საკითხები და დევნილთა დაბრუნება, უსაფრთხოება და მშვიდობის შენარჩუნება, ნდობის აღდგენის ღონისძიებები და უკანასკნელი შემოთავაზებები, რუსეთის როლი აფხაზეთის კონფლიქტში.

ფორუმის მონაწილეებმა: ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აფხაზური ინიციატივის დირექტორმა და ჰარიმანის ინსტიტუტის აშშ-რუსეთისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემსავლელი ჯგუფის თანახელმძღვანელებმა, დავიდ ლ. ფილიფსმა და ლინკოლნ ა. მიტჩელმა; კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორმა, კატრინა ნეპომნიაშხიმ და ბარნარდ კოლეჯის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე ქულიმ  14-20 ივნისს მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ფაქტებების შემკრებ მისიაში. ისინი ესტუმრნენ სოხუმს, ზუგდიდსა და თბილისს და შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და მედია სფეროებისა და მთავრობის წარმომადგენლებს.

მისიის შემდეგომ, 2008 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო გამოაქვეყნებს საჯარო ანგარიშს აფხაზეთზე.  ჰარიმანის ინსტიტუტის აშშ-რუსეთისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემსწავლელი ჯგუფი ასევე შეიმუშავებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტისათვის განკუთვნილ პირად ანგარიშს აფხაზეთზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო ხელს უწყობს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტრუციულ მართვასა და მის ჩართულობას საერთაშორისო ურთიერთობებში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ატლანტიკურ საზოგადოებას მთავარი როლი აქვს 21-ე საუკუნის საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის საქმეში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.