X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი - “ლიდერობა კარგი მმართველობისათვის”

2008 / 11 / 21

2008 წლის 20-21 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროსთან თანამშრომლობით, პროექტ "საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის" ფარგლებში (რომელსაც აფინანსებს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო), ჩაატარა პროფესიული განვითარების რეგიონული სემინარი: „ლიდერობა კარგი მმართველობისათვის“.

სემინარის მიზანი იყო ლიდერობისა და მმათველობის უმთავრესი კომპეტენციების სწავლების გზით ლიდერობის უნარ-ჩვევების გაძლიერება და ლიდერობის როლისა და პასუხისმგებლობის ჩვენება საჯარო სექტორისა და საჯარო პოლიტიკის სიძლიერის, ეფექტურობისა და გამჭირვალობის ზრდაში, ისევე როგორც საზოგადოებრივი რესურსების, სიკეთეებისა და სერვისების მართვაში.

სემინარში მონაწილეობას იღებდა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური, მედია და კერძო სექტორების წარმომადგენლები.

სემინარი ჩაატარეს კანადის გამოცდილმა ექსპერტებმა: ქვინს უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის სკოლის წევრმა, საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის საკითხებში დამოუკიდებელმა კონსულტატნმა და კანადის საჯარო სერვისების სკოლის საერთაშორისო სწავლების პროგრამების უფროსმა მრჩეველმა, დავიდ ელდერმა და უფროსმა მენეჯრმა, კატრინა მურეიმ, რომელსაც თვრამეტწლიანი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების მართვაში, სწავლების მეშვეობით ორგანიზაციულ განვითარებაში, კომუნიკაციებსა და მმართველობის შეცვლაში. ის 2006 წლიდან „ექსპორტის განვითარება კანადას“ წევრია. მიურეიმ საფუძველი ჩაუყარა ისეთ კორპორატიულ პროგრამებს როგორებიცაა: ნიჭის მართვა და წარმატების დაგეგმვა, მმართველობის ცვლილება, ლიდერობის განვითარება, გუნდის ეფექტურობა, „ქოუჩინგი“, კარიერის განვითარება და კომპეტენციის ზღვრები.

ორდღიანი სემინარის დასასრულს გაიმართა გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.