X

კონფერენციები და სემინარები

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი ქსელის სემინარი მოლდოვაში

2008 / 11 / 23

2007 წლის 19-24 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების 6 წარმომადგენლისგან შემდგარმა ქართულმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დამაკავშირებელი ქსელის მოლდოვის სემინარში.

სემინარი მოიცავდა ტრენინგებსა და თემატურ დისკუსიებს.

ტრენინგი გუნდის შექმნაში ჩაატარა სომხეთის ადამიანური განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლემა სერგეი ჩამანიანმა. კონფლიქტების მართვისა და მოლაპარალებების ტრენინგი კი ამავე ორგანიზაციის წამომადგენელმა, თევან პოღოსიანმა.

პრეზენტაცია - “მონიტორინგი და შეფასება: მიდგომები და მეთოგოლოგია“ - მთავრობის პოლიტიკის მონიტორინგისთვის საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუმენტების შესახებ გააკეთა იან გრანტმა.

საგარეო პოლიტიკის ასოციაციისა და ევროპული პოლიტიკის კვლევების წარმომადგენლები: ვიქტორ ჩირილია და ვიორელ ციბოტარუ უძღვებოდნენ დისკუსიას „რეგიონული თანამშრომლობა: მიღწევები, პერსპექტივები და წარუმატებლობები“.

რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ, იონ სტავილამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი ხედვები რეგიონული უსაფრთხოებისა და მოლდოვის პოლიტიკის უკანასკნელი წლების ტრენდების შესახებ.

შავი ზღვის აუზის ერთობლივი ოპერაციული პროგრამი (2007-2013)  ერთობლივი ტექნიკური სამდივნოს ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მარიანა პუტნეამ ისაუბრა პროგრამის შესახებ.

თეიმურაზ ყანჩელი გაუძღვა დისკუსიას „დემოკრატია და საინფორმაციო ტექნოლოგიები“.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.