X

კონფერენციები და სემინარები

სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია - „სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის საკითხები“

2009 / 06 / 01

2009 წ. 1 ივნისს გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებული სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია - „სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის საკითხები”. კონფერენციას ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნონა თოდუა. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს რამდენიმე მოხსენება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორები და პრაქტიკოსი იურისტები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები. ღონისძიების ბოლოს გადაწყდა, რომ სტუდენტები გააგრძელებენ პრობლემატურ საკითხებზე მუშაობას და მომავალში უფრო მასშტაბური სახე მიეცემა ამ პროექტს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.