X

კონფერენციები და სემინარები

სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია

2009 / 06 / 12

2009 წ. 12 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ახლადგახსნილ რუმინეთის აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებული სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია “სახელშეკრულებო სამართლის საკანონმდებლო ხარვეზები”. კონფერენციას ხელმძღვანელობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ მომზადებული მოხსენებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარკვეულ პრობლემურ ნორმებსა და მათი მოგვარების გზებზე, წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.