X

კონფერენციები და სემინარები

დასრულდა პროგრამა „სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი ქსელი“

2009 / 11 / 06

2009 წლის 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ოდესაში გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი ქსელის“ დასკვნითი სემინარი. პროექტის ზოგადი თემაა მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. სემინარში მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარმა 6 კაციანმა ორმა ჯგუფმა (ჯგუფი III - ადამიანის უფლებები, ჯგუფი IV - ევროინტეგრაცია). საქართველოდან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 11-მა წარმომადგენელმა.

პროგრამა დასრულდა კურსდამთავრებულთა კონფერენციით (2009 წლის 3-4 ნოემბერი). მონაწილეებს შეუერთდნენ 2008 წლის სემინარში მონაწილე ჯგუფებიც. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების 21-მა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორმა წარმომადგენელმა (დოქტორი თეიმურაზ ყანჩელი და ქეთევან ემუხვარი).

ქართველმა მონაწილეებმა კონფერენციაზე არაერთი საინტერესო ანგარიში წარადგინეს. კახი დემეტრაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე „ერთობლივი რეგიონული პროექტების დიზაინი“. დოქტორმა თეიმურაზ ყანჩელმა და ქეთევან ემუხვარმა რამდენიმე სესიას გაუწიეს მოდერატორობა.

პროგრამის დირექტორებმა და ევროსაბჭოს პროგრამის კოორდინატორმა, ბილიანა ზასოვამ განიხილეს „სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი ქსელის“ შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის საკითხები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.