X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი – „სამხრეთ კავკასია: პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და განვითრების გამოწვევები“

2005 / 09 / 05

2005 წლის 5 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა დაიწყო ორდღიანი სემინარი „სამხრეთ კავკასია: პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და განვითარების გამოწვევები“.  სემინარებს ესწრებოდა 40 მონაწილე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და საქართველოდან, რომლებმაც 5 პანელურ დისკუსიაში. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა – ზურაბ ნოღაიდელმა.

დისკუსიების პირველი პანელი შეეხო გაყინული კონფლიქტების შესაძლო გავლენებს დემოკრატიულ განვითარებზე, კონსოლიდაციაზე, აგრეთვე ეკონომიკურ პროგრესზე.  პანელის მონაწილეებმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ აძლევს სუსტად განვითარებული დემოკრატია ლიდერებს საშუალებას თავი აარიდონ კონფლიქტურ მხარეებში არსებულ საკითხებზე მოქალაქეებთან დისკუსიას. შესაბამისად, მიიჩნევა,  რომ უფრო ღრმა დემოკრატიზაციის ხელშეწყობა შექმნის შესაძლებლბებს გაყინული კონფლიქტების ‘გალღვობისთვის’ და მათი მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. დისკუსიათა მეორე პანელი განიხილავდა კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოების არატრადიციულ გამოწვევებს. დისკუსია ძირითადად შეეხო ტრეფიკინგის, დოკუმენტების გაყალბების, კომპიუტერული თაღლითობის და ტერორიზმის საკითხებს.  მესამე პანელი მოიცავდა კონფლიქტების ლოკალური და რეგიონალური საზღვრების საკითხებს და იმ შესაძლო ფაქტორებს, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების წახალისება. მეოთხე პანელის ფოკუსი იყო ის პრაქტიკული ეკონომიკური და პილიტიკური ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას კონფლიქტების გადასაჭრელად. დასასრულს, მეხუთე პანელის მსველელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გზებზე და საშუალებებზე, რომლითაც საერთაშორისო საზოგადეობას, მათ შორის გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ნატოს, აშშ-სა და რუსეთს, შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონში მტკიცე მშვიდობის მიღწევას. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.