X

კონფერენციები და სემინარები

საჯარო სემინარი - ”გეოპოლიტიკა: ეშმაკის სექტანტი თუ ადამიანის კომპასი”

2010 / 06 / 03

2010 წლის 3 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე ”გეოპოლიტიკა: ეშმაკის სექტანთი თუ ადამიანის კომპასი”. დისკუსიას ხელმძღვანელობდა ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი. პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, დევიდ სმიტმა. დისკუსიაზე კომენტარს აკეთებდა გეოპოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, თენგიზ ფოფხაძე.

სემინარის განხილვის თემა იყო გეოპოლიტიკა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. მომხსენებლებმა ისაუბრეს ევრაზიის ცენტრში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია. სემინარს ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები და ექსპერტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.