X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეექვსე ფორუმი

2019 / 05 / 16

15-მდე ქვეყნის 50-ზე მეტმა მომხსენებელმა და 300-მდე დამსწრე ექსპერტმა, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო წრეებისა და მედიის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მის სამეზობლოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები 13-14 მაისს, თბილისში გამართულ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების რიგით მეექვსე ფორუმზე განიხილა.

კონფერენციის პირველ დღეს მოხსენებები ნატოში ინტეგრაციას, სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილებებს შეეხო, მეორე დღე კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ათი წლისთავს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მედიის როლს, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიის გამოწვევებსა და ევროპასა და ამერიკაში პოპულიზმის გავლენის ზრდას დაეთმო.

ფორუმი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი), სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა  და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.