X

ლექციები და ტრენინგები

ტერეზა საბონის-ჰელფის კურსი ენერგო უსაფრთხოების შესახებ

2020 / 06 / 03

2020 წლის 1 ივნისს რონდელის ფონდში დაიწყო ახალი კურსი - "ენერგო უსაფრთხოება". ლექციებს უძღვება ტერეზა საბონის-ჰელფი, ეროვნული სამხედრო კოლეჯის ლექტორი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებზე. სხვა პროექტების მსგავსად, სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში, ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

ტერეზა საბონის-ჰელფი 2001 წლიდან ასწავლის ვაშინგტონის სამხედრო კოლეჯში. იგი დამხმარე ლექტორია ჯორჯთაუნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე და ასევე ნატოს თავდაცვის კოლეჯის აკადემიური მრჩეველთა საბჭოს წევრია. 

ტერეზა საბონის-ჰელფი photo by: CSD.bg

2020 წლის 18-დან 28 მაისამდე, იანუშ ბუგაისკის ხელმძღვანელობით ჩატარდა კურსი სახელწოდებით "გამოწვევები დასავლეთისთვის". 

იანუშ ბუგაისკი არის ვაშინგტონში მდებარე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და “New Bugajski Hour” სატელევიზიო გადაცემის წამყვანი, რომლის მაუწყებლობა ბალკანეთში გადის. მას დაწერილი აქვს 20-ზე მეტი წიგნი ევროპის, რუსეთისა და ტრანს-ატლანტიკური საკითხების შესახებ. 

იანუშ ბუგაისკი, photo by: DELFI / Šarūnas Mažeika

2020 წლის 27 აპრილიდან 13 მაისამდე, როს ჰარისონი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტრატეგიის ლექტორი, კურსის მონაწილეებისთვის ატარებდა ლექციებს - "შესავალი სტრატეგიაში". ამ კურსის განმავლობაში, 8 მაისს, მარკ გროსმენი ჩაერთო ლექციაში მოწვეული სტუმრის სტატუსით და მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მარკ გროსმანი არის ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო პირი. იგი მსახურობდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თურქეთში და დამხმარე სახელმწიფო მდივანი ევროპული საქმეებისთვის. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრამდე იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში.

მარკ გროსმენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პორტრეტი c. 2011

პროექტის განმავლობაში, მონაწილეებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ ისეთი თემები როგორებიცაა: ეკონომიკა, საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკის უსაფრთხოება, კვლევის მეთოდები, პოსტ საბჭოთა სივრცე, ახლო აღმოსავლეთი, სტრატეგიული კომუნიკაციები, ენერგო უსაფრთხოება და საერთაშორისო ფინანსები. ლექციებს ხელმძღვანელობენ ამერიკელი და ქართველი ექსპერტები და მხარდაჭერილია აშშ-ს მთავრობის მიერ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.