X

ლექციები და ტრენინგები

ტროი მაკგრასის კურსი „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის“ შესახებ

2020 / 06 / 22

2020 წლის 22 ივნისს, რონდელის ფონდში დაიწყო ახალი კურსი - "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა". ლექციებს უძღვება ტროი მაკგრასი, რუსეთსა და ამერიკაში მოღვაწე აკადემიური ადმინისტრატორი და კონსულტანტი.

ტროი მაკგრასს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე პრესტიჟულ სასტიპენდიო პროგრამაში. მათ შორისაა: National Academy of Sciences/National Research Council Grant, a Strategic Studies Institute Fellowship და Foreign & Commonwealth Research Fellowship. იგი მსახურობდა როგორც ადმინისტრატორი ალბანეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, ბაჰრეინის, ემირატების, მარშალის კუნძულების, ნიგერიის, ჩინეთისა და რუსეთის უნივერსიტეტებში. 

კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.