X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

2020 / 07 / 15

​2020 წლის 15 ივლისს, იწყება "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" ახალი ნაკადის ლექციები.

კურსის პირველი მოდული შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს. ლექციებს უძღვება ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და რონდელის ფონდის სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე.

სასწავლო პროგრამას ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში რონდელის ფონდი 2001 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. 

პროგრამა ხორციელდება აშშ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.