X

ლექციები და ტრენინგები

მორიგი შეხვედრა ზარზმის ახალგაზრდებთან

2020 / 10 / 18

2020 წლის 18 ოქტომბერს, ზარზმის ახალგაზრდებისთვის ლექცია წაიკითხა ალექსი პეტრიაშვილმა თემაზე - "ვარშავის ბლოკიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსამდე". 

ლექცია გაიმართა პროექტის "ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც რონდელის ფონდი „ზარზმის ბავშვთა აკადემიისა“ და ზარზმის მონასტრის ხელშეწყობით ახორციელებს. საგანმანათლებლო პროექტი ფოკუსირდება სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც მათემატიკის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას სპეციალურად შემუშავებული პროგრამის შესაბამისად, ასევე აქტუალური თემების განხილვას სამოქალაქო განათლებასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

პროექტის შედეგად, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევების ადეკვატურად შესაფასებლად, ასევე გაიმჯობესებენ უნარ-ჩვევებს რაც მათი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.