X

ლექციები და ტრენინგები

ალექს ვატანკას სალექციო კურსი - ირანი და რეგიონი

2021 / 02 / 17

2021 წლის 17 თებერვალს "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" ფარგლებში დაიწყო ახალი სალექციო კურსი - "ირანი და რეგიონი". ლექციებს უძღვება ალექს ვატანკა, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: ირანის ისტორია, პოლიტიკური სისტემა, საგარეო პოლიტიკა და ირანის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან (რუსეთი, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები).

"ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.