X

ლექციები და ტრენინგები

სალექციო კურსი - შესავალი სტრატეგიაში

2021 / 06 / 04

2021 წლის 8 ივნისს, "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის ფარგლებში დაიწყო მორიგი სალექციო კურსი - "შესავალი სტრატეგიაში." ლექციებს უძღვება როს ჰარისონი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

მონაწილეები გაივლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა:  სტრატეგიის კონცეფციები, მიზნები და შესაძლებლობები, სწორი სტრატეგიის შერჩევა, დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.

„ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.