X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეებისთვის

2021 / 06 / 01

რონდელის ფონდი წარმატებებს უსურვებს საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის ახალ მე-13 ნაკადს. პირველი დისტანციური ლექცია ჩატარდა თემაზე საჯარო პოლიტიკის ეკონომიქსი. ლექციას უძღვება რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, ვლადიმერ პაპავა.

შვიდი თვის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საჯარო მართვის, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის და მოლაპარაკებათა წარმართვაში. ლექციების პარალელურად პროგრამის მონაწილეები, ფონდის მენტორების ხელმძღვანელობით, თავიანთი უწყებისთვის აქტუალურ საკითხებზე შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელთა საჯარო განხილვა გაიმართება სასწავლო პროგრამის ბოლოს.

საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.