X

ლექციები და ტრენინგები

დაჯილდოების ცერემონია ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის

2021 / 06 / 26

2021 წლის 22 ივნისს, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, რონდელის ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე ქალაქ ბათუმში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, სადაც გამოვლინდა 44 გამარჯვებული, ხულოს მუნიციპალიტეტის 18 სკოლიდან. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებით, პლანშეტებითა და ჭკვიანი საათებით.

დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლები და ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ედუარდ მიქელაძე.

პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.