ლექციები და ტრენინგები
პროექტის თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში დახურვის ცერემონია
2021 / 08 / 09
8 აგვისტოს რონდელის ფონდის პროექტის "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი.
ღონისძიების ფარგლებში პირადად დაჯილდოვდნენ პროექტის წარჩინებული მონაწილეები სოფელ მოხისა და დაბა ადიგენის საჯარო სკოლებიდან, ასევე "ზარზმის ბავშვთა აკადემიიდან". ამასთანავე, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცა ჟურნალ "ჩემ სამყაროზე" დაფუძნებული ქვიზის სხვა მონაწილეებსაც.
ათთვიანი პროექტი მიზნად ისახავდა ადიგენის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, თემთა შორის სოლიდარობის გაღრმავებასა და დემოკრატიის მნიშვნელობის ხაზგასმას.