ლექციები და ტრენინგები
პრაქტიკული სემინარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი ახალგაზრდებისთვის
2021 / 11 / 09
6 და 7 ნოემბერს პროექტის - "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა მორიგი პრაქტიკული სემინარი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები დაეუფლნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: მოლაპარაკებების ხელოვნება, ადვოკატირება და ლობირება, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკა.
პროექტის დასრულებისას საუკეთესო 10 ბენეფიციარი გაივლის 2-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებში.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.