ლექციები და ტრენინგები
ახალგაზრდები ცვლილებებისთვის - გასვლითი ღონისძიება თელავში
2021 / 11 / 25
2021 წლის 18-22 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით ქალაქ თელავში ჩატარდა სასწავლო პროგრამა „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. პროგრამის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში ახალგაზრდა აქტივისტები კახეთის რეგიონიდან გაეცნენ ისეთ თემებს როგორებიცაა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, პოლიტიკური იდეოლოგიები და საარჩევნო პროცესები საქართველოში. პროექტი ასევე ხელს უწყობს მონაწილეების უნარ-ჩვევების განვითარებას პოლიტიკის ანალიზსა და ადვოკატირებაში.
პროგრამა ხორციელდება „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით.