X

ლექციები და ტრენინგები

დისკუსიები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის

2021 / 12 / 01

ვაგრძელებთ სემინარების სერიას პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში. 27 და 28 ნოემბერს ჯგუფის წევრები ტრენინგებსა და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში შეიკრიბნენ.

ღონისძიების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე - "აკადემიური წერის უნარ-ჩვევები", ასევე დაესწრნენ სემინარებს მედიაწიგნიერებისა და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.