ლექციები და ტრენინგები
დაიწყო მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამა
2021 / 12 / 09
პირველი ლექცია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა წაიკითხა. ლექციას ვირტუალურად შემოუერთდა ესტონეთის დიპლომატიის სკოლის დირექტორი ეკე ნომი და მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმატება უსურვა.
პროგრამას რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს და მას გაუძღვებიან როგორც ქართველი ისე ესტონელი ექსპერტები. პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო მოხელეთა ცოდნისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უსაფრთხოების სფეროსა და პოლიტიკის შემუშავებაში.
პროგრამა ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.