X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „პლურალიზმი და ნაციონალური იდენტობა: კანადური პერსპექტივა ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და ადამიანის უფლებებზე საქართველოში“

2006 / 11 / 29

2006 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა მაილ კომლენის საჯარო ლექციას პლურალიზმსა და ნაციონალურ იდენტობაზე.  მაილ კომლენი კანადელი ადამიანის უფლებების დამცველია  ოცწლიანი გამოცდილებით. ამჟამად ის არის ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის მრჩეველი ჯგუფის თავმჯდომარე ზემო კანადის სამართლის საზოგადოებაში და ასევე მრავალფეროვნების კონსულტანტი კანადის იმპერიულ სავაჭრო ბანკში.

კომლენის ლექციის თემა იყო „პლურალიზმი და ნაციონალური იდენტობა: კანადური პერსპექტივა ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და ადამიანის უფლებებზე საქართველოში“. მომხსენებელმა კანადურ მაგალითზე დაყრდნობით ისაუბრა ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ. მან ახსნა თუ როგორ მისცა საშუალება მულტიკულტურალიზმმა კანადას წაეხალისებინა ურთიერთპატივისცემასა და ჰარმონიაზე დაფუძნებული ეროვნული დისკურსი.

კომლენი ვარაუდობს, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმის ხელშესაწყობად საქართველოს შეუძლია, კანადის მაგალითზე, შეიმუშაოს ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება მრავალფეროვანი მოსახლეობის შეკავშირებულ ერთობაში ინტეგრაციისაკენ. მომხსენებელმა მაგალითად მოიყვანა ბოლო დროს კანადაში გატარებული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ოფიციალური ბილინგვიზმის გასაძლიერებასა და კანადის ფრანკოფონური უმცირესობის ერად აღიარებას.  კომლენმა კანადის გამოცდილება დაუკავშირა ქართული სახელმწიფოებრიობის გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო აღმოჩნდა ვარდების რევოლუციის შემდგომ. მომხსენებლის აზრით, ფართოდ გავრცელებული უფლებათა დისკურსი სარგებლიანია ეროვნული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებადი ბიზნეს კლიმატისათვის.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.