X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - “ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნების შედეგები”

2006 / 11 / 14

2006 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით უმასპინძლა საჯარო ლექციას: „ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნების შედეგები“. ლექცია ჩაატარა ელჩმა დავიდ სმიტმა.  სმიტი საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია პოლიტიკის კვლევის პოტომაკის ინსტიტუტში, ვაშინგტონში. ლექციის მთავარი თემები იყო არჩევნების შედეგებზე გავლენის მქონე საკითხები; პარტიების პრიორიტეტები წინასაარჩევნო კამპანიისას; ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ასევე საქართველოს სამოქმედო გეგმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.