X

ლექციები და ტრენინგები

აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობების ეროვნული ინტეგრაციის ხელშემწყობი ახალი პროგრამა

2006 / 11 / 20

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ფინეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური უმცირესობების ეროვნული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. პროექტის მიზანია ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობის გზით ნაცნიონალური ერთობის მიღწევა. პროექტის ფარგლებში, აქტივობები ითვალისწინებს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას სფეროს ექსპერტების მიერ; შეხვედრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების წარმომადგენლებთან და შემეცნებით ექსკურსიებს. პროექტის სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდა ლიდერები ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის უმცირესობათა ერთობებიდან.

პირველი ტრენინგი ქვემო ქართლის აზერბაიჯანული ერთობის წარმომადგენელთათვის ჩატარდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში 2006 წლის 4-17 ნოემბერს. პროგრამაში მონაწილეობდა ათი წარმომადგენელი ადგილობრივი სამთავრობო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.