X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო კურსი ჟურნალისტებისათვის

2007 / 11 / 27

2007 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დაიწყო ახალი პროგრამა „სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“. აღნიშნულ სასწავლო კურსს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში და რიგით მესამეა ამგვარ კურსებს შორის. კურსი მიზნად ისახავს ბეჭდური და ელექტრონული მედიის ჟურნალისტებისთვის უცხოური და ქართული უსაფრთხოების პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების, ისევე როგორც ტრანზიციაში მყოფი სახელმწიფოების წინაშე მდგარი გამოწვევების სწავლებას.

სასწავლო კურსს უძღვებიან საქართველოს ცნობილი ექსპერტები, სპეციალისტები და ანალიტიკოსები. ყოველკვირეულ საჯარო სესიაზე „ცხელი ყავა - ცხელი თემები“ ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები.

სასწავლი კურსი გაგრძელდება მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში.

 

 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.