X

ლექციები და ტრენინგები

„სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში“ გამოშვების ღონისძიება

2008 / 03 / 05

2008 წლის 29 თებერვალს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა „სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში“ გამოშვების ღონისძიება. სასწავლო კურსს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. კურსის კურიკულუმი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: პატარა სახელმწიფოები, გლობალიზაცია, ეკონომიკა, კვლევის მეთოდები და ევროატლანტიკური სტრუქტურები. პროექტი 2002 წელს დაიწყო და უკვე ასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასაცეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.