X

ლექციები და ტრენინგები

„სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ გამოსაშვები ღონისძიება

2008 / 06 / 30

2008 წლის 30 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა „სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“ გამოსაშვები ღონისძიება.

აღნიშნულ სასწავლო კურსს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში და რიგით მესამეა ამგვარ კურსებს შორის. კურსი მიზნად ისახავს ბეჭდური, რადიო მაუწყებლობისა და ელექტრონული მედიის ჟურნალისტებისთვის უცხოური და ქართული უსაფრთხოების პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების, ისევე როგორც ტრანზიციაში მყოფი სახელმწიფოების წინაშე მდგარი გამოწვევების სწავლებას. კურსი ოფიციალურად დაიწყო 2007 წლის 27 ნოემბერს.

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა სინტია უიტლსიმ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.